მოვუწოდებ თადუმაძეს და გახარიას, თუკი შერჩათ ღირსება, უახლოეს დღეებში პასუხისგებაში მისცენ მიხეილ კალანდია - ამის შესახებ განცხადება ზაზა სარალიძემ გააკეთა.
ზაზა სარალიძე არ გამორიცხავს, რომ თავის დროზე ზოგიერთმა მოწმემ ჩვენება მირზა სუბელიანის მხრიდან ზეწოლის გამო შეცვალა.
"გონს მოვიდნენ და საბოლოოდ გადადგან კაცური ნაბიჯი, რა ტალახშიც არიან ამოსვრილები, ერთი ადამიანური ნაბიჯი გადადგან. კალანდიასთან დაკავშირებით ყოველთვის არსებობდა მტკიცებულებები, რომელსაც თვითონ მალავდნენ. ადგნენ და გამოაჩინონ ეს მტკიცებულებები. რაც შეეხება ძალადობის ფაქტებს, ეს მიხეილ კალანდიამაც დაადასტურა ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე, რომელმაც თქვა, რომ მამაჩემს გვერდითა ოთახში სცემდნენ და მეც მიპირებდნენ ცემასო, მაგრამ სამწუხაროდ, სუბელიანმა შეაცვლევინა ჩვენება და ათქმევინა ის, რაც თვითონ სურდათ. შესაძლებელია დ.ღ-მაც ამიტომ შეცვალა ჩვენებები, არაფერს გამოვრიცხავ. რასაც თავიდან ვამბობდი, ყველაფერი გამართლდა," - განაცხადა ზაზა სარალიძემ.