"უნდა ავწიოთ დავითის დროშა და ყველა ბაღვაშს თავი წავაცალოთ პოლიტიკურად 28 ოქტომბერს"

დაბრუნდა ძველი დრო, შექმნილია უკანონო შეიარაღებული ფორმირებები - აცხადებს „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

მისი თქმით, მირზა სუბელიანის გარდა, რომელის ხმაც სავარაუდოდ ჩანაწერებში ისმის და რომელიც სწორედ შეიარაღებულ ჯგუფებზე საუბრობს, მსგავსი ფორმირებები ჰყავს თითქმის ყველა მსხვილ ბიზნესმენს.

„სახელმწიფო დაშლილია ფეოდალურ სამთავროებად, შეიარაღებულ ფორმირებებად. ჩვენ უნდა ავწიოთ დავითის დროშა და ყველა ბაღვაშს თავი წავაცალოთ პოლიტიკურად 28 ოქტომბერს.

ძალიან მძიმე კადრებს ვუყურებთ ეს დღეები. საუბედუროდ ოლიგარქებმა ქართული სახელმწიფო გამოამწყვდიეს სარდაფში. რის შედეგადაც მართლმსაჯულება პოლიტიკა წესები და კანონები აღესრულება მიწისქვეშეთში. გამომდინარე იქიდან ვის რამდენი მილიარდი უნდა აწაპნოს სახელმწიფოსა და ჩვენს ხალხის. ჩემი გაპრეზიდენტება ბოლოს მოუღებს ქაოსს"-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა