ირინა შეიკმა და ბრედლი კუპერმა დაშორების შესახებ არსებული ჭორები გააქარწყლეს

ირინა შეიკმა და ბრედლი კუპერმა დაშორების შესახებ არსებული ჭორები გააქარწყლეს

გასულ კვირას, სოციალურ მედიაში ბევრჯერ დაიწერა ბრედლი კუპერისა და ირინა შეიკის ურთიერთობის შესახებ, ვინაიდან წყვილი საკმაოდ არასასიამოვნო ვითარებაში დააფიქსირეს ერთ-ერთ რესტორანში და დაახლოებულმა პირმა მათ შესახებ გაკეთებულ კომენტარში ისიც აღნიშნა, რომ ცოლ-ქმარი დაშორების პირასაა.

წყვილს ამ ჭორების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მათმა  გუშინდელმა გამოჩენამ დაამტკიცა, რომ წყვილი ერთად თავს შესანიშნავად გრძნობს.

ცოლ-ქმარი კვლავ  მცირეწლოვან ქალიშვილთან,  ლეასთან ერთად დააფიქსირეს  ნიუ-იორკის ქუჩებში.

მოდელმა ამჯერადაც სპორტულ სამოსზე შეაჩერა არჩევანი.