ლეგენდარული ბრიტანელი როკმუსიკოსი როდ სტიუარტი 2 წლის განმავლობაში საიდუმლოს მალავდა. როგორც გაირკვა, მას კიბო აღმოაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror ავრცელებს.
2016 წელს 73 წლის სტიუარტს მძიმე სენის დიაგნოზი დაუსვეს. თუმცა, სიმსივნე კეთილთვისებიანი აღმოჩნდა და ქირურგიული ჩარევა არ გახდა საჭირო. ამ ეტაპზე ის ექიმებს მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
სერ როდერიკ დევიდ სტიუარტი ინგლისური და შოტლანდიური წარმოშობის ბრიტანელი როკ-მომღერალი და სიმღერების ავტორი, ასევე ბრიტანეთის იმპერიის კავალერია. იგი არის ყველა დროის ერთ-ერთი გაყიდვადი შემსრულებელი, მსოფლიოში გაყიდული 100 მილიონი ჩანაწერით.