"რადგან უძაღლო ქვეყანაში კატები ყეფენ, „კატებმაც“ ბოლომდე აიშვეს" - უსუფაშვილი

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი სკანდალურ განცხადებებს აკეთებს.

„მირზა სუბელიანის მონათხრობი, სამწუხაროდ, არ გამკვირვებია და ადვილად ვირწმუნე „აუთენტურობაზე სამხარაულის დასკვნის“ გარეშეც... დიახ, სისტემა აქეთ მიექანებოდა!

„რადგან უძაღლო ქვეყანაში კატები ყეფენ, ჯობია, იქ გაწყდეს, სადაც წვრილია“ - ამ სათაურით ვწერდი წერილს ბიძინა ივანიშვილს 3 წლის წინ, როდესაც „ძალოვნებმა“ მორიგი შტურმი მოიტანეს ჩემზე. ჰოდა, მალე „წვრილიც გაწყდა“ და „კატებმაც“ ბოლომდე აიშვეს...“, - აცხადებს უსუფაშვილი.