"გვარამია, თუ გინდა ფუნაში იყავი, თუ გინდა ჩეჩმაში, როგორ ბედავ საზოგადოებას შეურაცხყოფას" - ჟურნალისტი

ჟურნალისტი მაკა ყიფიანი  „რუსთავი2-ის“ ეთერში ნიკა გვარამიას  გამოსვლას ეხმაურება და წერს:

„გულწრფელად ვწერ, 5 წელია ტელევიზორს არ ვუყურებ, აღარც სოციალურ ქსელში ვკითხულობ სტატუსებს, თუ ძალიან მნიშვნელოვნად არ ვთვლი, კომენტარებსაც აღარ ვწერ, მაგრამ რაც 5 წუთის წინ სულ შემთხვევით "რუსთავი-2"-ის ეთერში მოვისმინე, არ შემიძლია ჩემი პოზიცია არ დავაფიქსირო…. ნიკა გვარამიას სიტყვების ციტირება: „დიახ, ჩვენ ვართ მძ...ში“.  ოღონდ ეს სიტყვა ყველა ბრუნვაში ახსენა.

ეს ნორმალურია თუ რა მოხდა, მოსულა? ნიკა გვარამია, თუ გინდა ფუნაში იყავი თუ გინდა ჩეჩმაში ჩაყავი თავი, როგორ ბედავ საზოგადოებას ასეთ შეურაცხყოფას რომ აყენებ პირდაპირი ეთერიდან. რომ ვერ ჩაგვრეცხეთ, ახლა გვაყოფინებ თავს? ვერ ეღირსებით“, - წერს მაკა ყიფიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ნიკა გვარამიას აღნიშნული რეპლიკა ახალ ფარულ ჩანაწერებს ეხებოდა, რომლებიც დღეს „რუსთავი2“-ის ეთერში გავიდა.