"პატრიარქი წინასაარჩევნო ბრძოლაში ჩერთო, ხელისუფლების მხარეს" - ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილის თქმით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მცხეთობას სვეტიცხოვლობაზე იტრაპეზა მთავრობასთან. მთავარი აქ ისაა,რომ სამთავრობო ნადიმზე პატრიარქმა მიიწვია ერისა და ეკლესიის დაუძინებელი მტრის და კრიმინალური სინდიკატის ლიდერ, ივანიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატურა, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის სახით.

"ამით პატრიარქი კვლავ ტრადიციულად ჩაერთო წინასაარჩევნო ბრძოლაში, რა თქმა უნდა, კვლავ ხელისუფლების მხარეს. მე მოვუწოდებ მრევლს, თუ გვინდა გადავარჩინოთ ერი, ბერი, საპატრიარქო და ჩვენი მომავალი, მიაფურთხეთ ეშმაკს, რომელსაც ამჯერად ივანიშვილის რეჟიმის სახე აქვს”, – აღნიშნა ნათელაშვილმა.