“ქართულ ოცნებავ”, ძველი ქართული ანდაზაა, ერთი დრო არავის შერჩენიაო, არც თქვენ შეგრჩებათ, ადრე თუ გვიან პასუხს აგებთ”

“ქართულ ოცნებავ”, ძველი ქართული ანდაზაა, ერთი დრო არავის შერჩენიაო, არც თქვენ შეგრჩებათ, ადრე თუ გვიან პასუხს აგებთ”

პოლიტიკის მეცნიერებების დოქტორანტი, ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია “ქართულ ოცნებას” მიმართავს.

“ღმერთმა ყველას ბარაქა მისცეს, მაგრამ პატიოსნად. ხელისუფლება რომ ხარ, ქვეყანას რომ ვერაფერი შესძინე, თითოეული ჩვენგანის ჯიბიდან რომ უკანასკნელ თეთრებს ფხიკავ და მთელი ფული მიგაქვს, უტიფარი და დამნაშავე ხარ, აბა, რა ხარ.

რამდენი ჩვენგანი იჭირვებს მაქსიმალურად, რომ გადასახადები გადავიხადოთ… რამდენ ადამიანს ხორცი ენატრება ქვეყანაში და რამდენს ხილი, რამდენს მეზობლები და ნათესავები ინახავენ, შენ კი წამომჯდარხარ, პოზა დაგიჭერია და უსინდისოდ ყბედობ, სამარცხვინო ხარ, აბა, რა ხარ.

ლამის ყველა ბიზნესის უკან ხელს რომ ითბუნებ, ფასები რომ ცაში გარბის და თითოეულ ჩვენგანს ლამის ტვინი გვეღრძოს იმის ფიქრში, როგორ გადავანაწილოთ ეს არაფრად ქცეული შემოსავალი, მერე დგახარ და ურცხვად მიცხადებ, დღეს ხალხი უკეთ ცხოვრობსო, შუბლის ძარღვი გაქვს გაწყვეტილი, აბა, რა გაქვს.

შენი ხალხი რომ უსამართლობას ებრძვის ყოველდღე, შენ კი დაგდებულხარ და იბღინძები, გადასაგდები ხარ სანაგვეზე, აბა, რა ხარ.

“ქართულ ოცნებავ”, ძველი ქართული ანდაზაა, ერთი დრო არავის შერჩენიაო, არც თქვენ შეგრჩებათ, ადრე თუ გვიან პასუხს აგებთ ჯერ თითოეული ჩვენგანის და მერე ღვთის წინაშე, არ შეგრჩებათ ეს ერთი დრო, არა”, – წერს გამზარდია სოციალურ ქსელში.