ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და დღეს “რუსთავი 2-ის” მიერ გავრცელებული მორიგი ფარულ აუდიო ჩანაწერის შესახებ საკუთარ პოზიციას აფიქსირებს.
“ჩანაწერების ავთენტურობა ცხადია მაინტერესებს. მაინტერესებს იმიტომ, რომ ვიცოდე სად ვცხოვრობ, სახელმწიფო კრიმინალის ქვეყანაში, თუ ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის მიერ, ჩემი და საზოგადოების ფსიქოლოგიური ზემოქმედების ქვეშ, მაგრამ შესაბამისი სამსახურების მიერ რეალური დასკვინს დადებამდე მინდა გავიგო – ნიკა გვარამია ტელეკომპანიის დირექტორია, თუ ანდროპოვი, ყველა საიდუმლო ჩანაწერი მასთან რომ და როგორ იყრის თავს?
მაინტერესებს თუ როგორ ხდება ინფორმაციის გაჟონვა ორგანიზაციებიდან, რომლებიც ყველაზე მეტად უნდა იყოს დაცული, ანუ დაწყებული ბანკებიდან, დამთავრებული სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.
მაინტერესებს და მეშინია იმის, გამოიყენებენ თუ არა თავიანთ შესაძლებლობებს პირადად ჩემი, ან ჩემი ახლობლების წინააღმდეგ და ამ შემთხვევაში თავის დაცვის გამო, მომიწევს თუ არა კრიმინალზე წასვლა (ვიმეორებ: თავის დაცვის გამო, მომიწევს თუ არა კრიმინალზე წასვლა).
სიტყვა “კრიმინალის” ინტერპრეტაცია თქვენთვის და მათთვის მიმინდვია”-წერს ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე.