ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ფანკფურტის წიგნის ფესტივალის შესახებ წერს.
“ეს დღეები სამშობლოდან ვადევნებდი თვალს ფრანკფურტის წიგნის ფესტივალს, რომელიც 10 ოქტომბერს დაიწყო და დღეს, 14-ში დასრულდა. მე ვხედავდი ბედნიერებას მწერლების სახეზე, მე ვხედავდი აღფრთოვანებას დამსწრეთა თვალებში და მე მვხედავდი საოცარ სცენებს ქართულ პავილიონში. საქართველომ საკუთარი თავი მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლიტერატურულ ღონისძიებაზე ბრწყინვალედ წარმოაჩინა. წარსული საოცრად იყო გათანამედროვებული. ვგრძნობდი, რომ ამ წარსულითაც თანამედროვეები ვიყავით.
ვხედავდი, რომ ყველაფერი საათივით იყო აწყობილი, ყველა მწერალმა შეძლო ფრანკფურტში წარდგენა. მანამდე გერმანულად და ინგლისურად არაერთი ქართული ნაწარმოები ითარგმნა, რომელთა შორის თანამედროვე ლიტერატურაც იყო. ამ წიგნებით მსოფლიო ახალ და თანამედროვე საქართველოს გაიცნობენ. გაიგებენ, რომ ჩვენთვისაც არაფერია უცხო, რომ ღირსება ჩვენც გვაქვს, ჩვენც შეგვიძლია მოვერიოთ ტკივილს და ამისთვის საუკეთესო იარაღად ლიტერატურა და მთლიანად კულტურა გამოვიყენოთ. მე მინდა, მადლობა გადავუხადო მათ, რომლებმაც ღირსეულად წარადგინეს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე. ეს ნამდვილად საუკეთესო წარდგენა იყო ფრანკფურტის წიგნის ფესტივალების ისტორიაში. 2018 წელი ფესტივალს არასდროს დაავაიწყდება. ჩვენ შეგვიძლია! ჩვენ ჩვენ ყოველთვის თანამედროვეები ვართ!”-წერს გოგა ჩანადირი.