ვანო მერაბიშვილის ციხის ინტერვიუს დეტალები

ვანო მერაბიშვილის ციხის ინტერვიუს დეტალები

პატიმრობიდან 5 წლისა და 5 თვის თავზე ვანო მერაბიშვილი დუმილს არღვევს. ყოფილი პრემიერი-მინისტრი P.S.-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში მისი მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. მისი აზრით, მოწამვლის შემთხვევაში ძნელი იქნება იმის დადგენა რა საშუალებებით ხდება ეს და მაგალითისთვის უკრაინის ყოფილი პრეზიდენტო იუშენკო მოჰყავს. ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ ამ დრომდე ვერ მოხერხდა იმის დადგენა თუ რა ნივთიერებით მოწამლეს იუშენკო.

მერაბიშვილი მის პატიმრობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მისი ერთ კაციან საკანში ჯდომა ყოველგვარი კომუნიკაციების გარეშე ჩვეულებრივი ანგარიშსწორებაა. რამდენადაც ცნობილია ვანო მერაბიშვილმა არც ერთხელ არ მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით. როგორც თავად განმარტავს, მას არ სურს ვინმე იყოს დარტყმის ქვეშ და ამ გადაწყვეტილების მიღება პრეზიდენტმა თავად ვერ გარისკა.

მერაბიშვილი ასევე აცხადებს, რომ მან კარგად იცოდა, რომ დააკავებდნენ თუმცა გაქცევა ქვეყნიდან არ უფიქრია.

ყოფილი პრემიერი "ნაციონალური მოძრაობიდან" "ევროპული საქართველოს" გამოყოფასაც ეხმაურება. ამბობს, რომ ამ ორმა ძალამ რაღაც ეტაპზე უნდა ნახოს საერთო და დაიწყოს ბრძოლა. მისივე თქმით ის ამ ორ ძალას ვერ ყოფს რადგან ორივე მათგანში ხედავს მის მეგობრებს და ისინი ცალ-ცალკე ვერ წარმოუდგენია.

საქართველოს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრსა და პრემიერს სასჯელის ვადა 2020 წლის თებერვლში ეწურება.