პოლონეთში ე.წ. გეი აღლუმზე შეტაკება მოხდა

პოლონეთში ე.წ. გეი აღლუმზე შეტაკება მოხდა

პოლონეთის ქალაქ ლიუბლინში პოლიციამ მასობრივი არეულობის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაახლოებით 300 რადიკალი აქტივისტი შეეცადა ქალაქის ისტიორიაში პირველი გეი აღლუმისთვის ხელი შეეშალა. მათ წინააღმდეგობას ლგბტ თემის 1000-მდე წარმომადგენელი უწევდა.

რადიკალებმა პოლიციას ქვები და ბოთლები დაუშინეს, რის გამოც სამართალდამცველებმა საპასუხო ზომები მიიღეს. ამის შემდეგ მსვლელობა გაგრძელდა.

ქალაქის მთავრობამ რამდენიმე დღის წინ აქციის გამართვა აკრძალა, რათა არეულობა თავიდან აერიდებინა. თუმცა ორგანიზატორებმა ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს და ე.წ. აღლუმი მაინც ჩაატარეს.