ექვს თვეში გაიაფდა პროდუქტები. დაარტყა ბენზინის და წამლების კარტელებს და გააიაფა საწვავი და წამლები..

ექვს თვეში გაიაფდა პროდუქტები. დაარტყა ბენზინის და წამლების კარტელებს და გააიაფა საწვავი და წამლები..

მოქანდაკე ირაკლი ჟვანია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

„ამას წინათ სუფრასთან ვისხედით, სადაც სომხეთიდან ჩამოსული სტუმრებიც იყვნენ...

შევეკითხე სტუმრებს, თქვენთან რა ხდება, როგორ მიდის საქმე-მეთქი....პასუხი: პაშინიანმა ექვს თვეში იმდენი გააკეთა და ისე შეცვალა სიტუაცია, სხვა ქვეყანაში გვგონია თავიო.....

რა ტემპში მუშაობს და რეებს აკეთებს ეს ნიკოლი, უნდა უსმინოთ სომხებს....ექვს თვეში გაიაფდა პროდუქტები. დაარტყა ბენზინის და წამლების კარტელებს და გააიაფა საწვავი და წამლები. დაიჭირა ასობით ჩინოვნიკი, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი კოჩარიანი, სხვები.....

სომხეთში ტრასებზე ინსპექცია ფულს აღარ ძალავს ხალხს, რაც წარმოუდგენელი იყო...

ყველაფერი მიმართულია ხალხის ინტერესებისკენ, ყოველ დღე ვგრძნობთ რაღაც ახალსო...კანონი გახადა უზენაესი, ტყუილად ხელს ვერ კიდებს მოქალაქეს პროკურატურა.....

ვუსმენდი და ვფიქრობდი, რომ ასეთი მთავრობა მეც მინდა ჩემი ქვეყნისთვის.

აი რას ნიშნავს მთავრობის ნება შეცვალოს მისი ქვეყანა.." - წერს ირაკლი ჟვანია.