კახა კალაძის სიძე დიტო სამხარაძეს დაუპირისპირდა - რომელ ღირსებაზე ლაპარაკობ?!

კახა კალაძის სიძე დიტო სამხარაძეს დაუპირისპირდა - რომელ ღირსებაზე ლაპარაკობ?!

„ქართული ოცნების" დეპუტატის დიტო სამხარაძის პოსტს კახა კალაძის სიძე, პაატა აბულაძე, დაუპირისპირდა.

რამდენიმე დღის წინ სამხარაძემ თავის ამომრჩევლებს მოუწოდა: მე დიტო სამხარაძე ვალდებული ვარ მთელი ჩემი რესურსით არ დავუშვა ენმ-ს მობრუნება ხელისუფლებაში!

ვალდებული ვარ არ დაუშვა ნაცების მიერ კიდევ ერთხელ საქართველოსთვის ღირსების წართმევა! ვალდებული ვარ არ დაუშვა კიდევ ერთხელ ნაცების მიერ უსაფუძვლოდ ციხეებში გამოკეტილი ათი ათასობით პატიმარი! ვალდებული ვარ კიდევ ერთხელ არ დაუშვა ნაცების მიერ არაადამიანური ნაწამები მოქალაქეების წამება!

ვალდებული ვარ არ დაუშვა ნაცების ზონდერ ჯგუფის მიერ ხელფეხ შეკრული მამის თვალწინ არასრულწლოვანი ქალიშვილის გაუპატიურების ისცენირება, აღიარებითი ჩვენების მოსაპოვებლად!

ვალდებული ვარ არ დაუშვა ნაცების ზონდერების მიერ კიდევ ერთხელ ასობით ახალგაზრდის დემონსტრაციული ლიკვიდაცია! ვალდებული ვარ არ დაუშვა ნაცების დანერგილი ტოტალური შიში მეორედ! ვალდებული ვარ არ დაუშვა ბოზობის ინსტიტუტის ამოქმედება მეორედ! ვალდებული ვარ არ დაუშვა ნაცების მიერ მამის, დედის, შვილის, ძმის, დის, შვილიშვილის დაუცველობის სინდრომი მეორედ! ვალდებული ვარ არ დაუშვა ნაცების მიერ ტოტალური კონტროლი!

ვერ დავუშვებ ნაცების მიერ ეკლესიის "დავერბოვკების" მცდელობას მეორედ! მე დიტო სამხარაძე ვალდებული ვარ დავიცვა საქართველოს ღირსება!

ეს რეალობაა და ვერ იქნება საპირწონე ვინმეს ქართულის არ ცოდნა!"

ამ სტატუსს დიდი გამოხმაურება და აჟიოტაჟი მოჰყვა. კომენტარების ავტორთა უმეტესობა სამხარაძეს კოჰაბიტაციის მხარდაჭერასა და ნაციონალების მხარდაჭერას საყვედურობდა. დღეს კი კახა კალაძის სიძემ გამოაქვეყნა ვიდეო Mohsen Namjoo feat Habib Meftah - The Kurtanidzeh of colorful lovers და სამხარაძეს ასეთი პოსტი მიუძღვნა:

„უკიდურესად ძალიან ცუდ საქციელს ჩადიხართ ბ-ნ. დიმიტრი, როცა ესეთ პოსტებს გვაჯახებთ ხოლმე. ეხლა ალბათ იფიქრებთ "ცუდი როგორ არის, რაც შენ მიშას დროს გირტყეს და გიბრახუნეს" . კი ძაან ცუდი წლები გავიარე საქართველოსთან ერთად, თუმცა ჩემს წარსულს რომ გადავავლე თვალი , იმ 9 წელზე უარეს დღებიც გამივლია. "ну тебя етова не понять". და მაინც, რატომ არის ძალიან ცუდი პოსტი?

1. თუ მაინცდამაინც ღირსებაზეა ლაპარაკი დაბლა ვიდეო ნახე თუმცა ძალიანაც კარგათ გაქვთ ნანახი " პირადად განახეთ ოფისში -1 სართულზე და ძალიან კარგათ ვნახე რა რეაქციაც გქონდათ ამ ვიდეოს ნახვის მერე, ეს რაც შეეხება ღირსების საკითხს.

2. რაც შეეხება ნაცების დაბრუნების საკითხს, დამისახელე ნებისმიერი, რეგიონი ,რაიონი, ქალაქი, სოფელი,სადაც ბობოლა ნაცები წამყვან პოზიციებზე არ არიან, თუნდაც ერთი ზემოთ ჩამოთვლილიდან, ვერ დამისახელებთ , იმიტომ რომ ეგეთი რამე არ არსებობს. " თუ ვინმეს ღმერთი გაუწყრა ნამდვილებიდან და შემეკამათება, პირობას ვიძლევი, როგორც ფოტო ისე ვიდეო მასალებით გავაცამტვერებ". ისე რომ ეგენი არსადაც არ წასულან , თან კიდე რას იმუქრებით ამ ნაცების დაბრუნებით, " პატარძალს დიდი იმით აშინებდნენო" თქვენ იკითხეთ თორე " нам не привыкать ".

3. მარტივი კითხვა მინდა დაგისვათ, მთელ თქვენ ნამდვილებს. რომელი უფროა თქვენთვის ღირსების შემლახავი მიშას დაბრუნება თუ ეს მუსიკალური ვიდეო კლიპი?

პ.ს. ვითვალისწინებ რა ნაცნობობას და იმ დადებით წუთებს რომელიც გქვქონდა, უფრო მძიმე სიტყვებით არ მოგმართეთ" - წერს პაატა აბულაძე.