„არც გიდასტურებთ და არც უარვყოფ“, - დავით მაღრაძე ფარულ ჩანაწერში მისი სახელის ხსენებაზე

„არც გიდასტურებთ და არც უარვყოფ“, - დავით მაღრაძე ფარულ ჩანაწერში მისი სახელის ხსენებაზე

„ომეგა ჯგუფის" სკანდალურ საქმესთან დაკავშირებულ მორიგ ფარულ აუდიოჩანაწერებში ცნობილი პოეტის, დავით მაღრაძის სახელი გამოჩნდა. ამ საკითხზე მეტი ინფორმაციის მისაღებად „რეზონანსი" დავით მაღრაძეს დაუკავშირდა.

შეკითხვაზე, ცდილობდა თუ არა ოთარ ფარცხალაძისა და ლევან ყიფიანის შერიგებას, დავით მაღრაძემ განაცხადა, რომ კომენტარს არ აკეთებს.

მას ჩანაწერში აღწერილი ფაქტის დადასტურება ან უარყოფა ვთხოვეთ, რაზე განგვიცხდა: „არც გიდასტურებთ და არც უარვყოფ, კომენტარს საერთოდ არ ვაკეთებ".

„ომეგა ჯგუფის" სკანდალზე შაბათს გავრცელებული ახალ ფარულ ჩანაწერში ლევან ყიფიანი ყვება, რომ მასსა და დავით ფარცხალაძეს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, ერთ-ერთი პირი, რომელიც მათ შერიგებას ცდილობდა, მაღრაძე იყო.