“საქართველოს საპატრიარქოს ლიკვიდაციის ფაქტის გახსენება, ხომ საერთოდ მესირცხვილება”- მამა ანდრეი კურაევი

“საქართველოს საპატრიარქოს ლიკვიდაციის ფაქტის გახსენება, ხომ საერთოდ მესირცხვილება”- მამა ანდრეი კურაევი

“ყოველ ჯერზე, როდესაც რუსეთის იმპერია ან სსრკ თავის საზღვრებს აფართოვებდა, მსროლელ-კავალერისტ-ტანკისტთა კვალს მიდევნებული ჩვენი  (რუსეთის) ეპისკოპოსები, ახლად დაპყრობილ ტერიტორიებს, საკუთარი დაქვემდებარების ქვეშ მყოფ ეპარქიებად აცხადებდნენ. ამის ფონზე, იმ პატრიარქთა შეხედულებები, რომელთაც მიეკუთვნებოდათ ადრე ეს ეპარქიები, არც ერთხელ არ გათვალისწინებულა.

ყირიმის ძველი ბერძნული ეპარქიები როგორ აღმოჩნდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში? სად არის მათი „განტევების სიგელები“? იგივე კითხვა მოლდოვის შესახებ. კავკასია და შუა აზია? იქაც მხოლოდ რუსული ადმინასტრიციის გამოჩენისას დაიწყო ქრისტიანობის ისტორია? საქართველოს უძველესი საპატრიარქოს ლიკვიდაციის ფაქტის გახსენება, ხომ საერთოდ მესირცხვილება.”- აცხადებს  რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დიაკონი და მისიონერი მამა ანდრეი კურაევი: