"შევესწარით ტელევიზიის წინ როგორ ამარიაჟებდა დავით ყიფიანი "აბრეზს" ავტომატიან კიკაბიძესთან ერთად"

ცოტნე გამსახურდიამ სოციალურ ქსელში ფეისბუქმეგობრებს ასეთი წინადადებით მიმართა:

,,ვინც იცნობდით დავით ყიფიანს, იქნებ დაწეროთ როგორი პიროვნება იყო. ფეხბურთელობას არ ვეხები, ეს ცნობილია. მე მაქვს ჩემი აზრი, უბრალოდ არ მინდა სუბიექტური ვიყო. თქვენგან ფაქტები მაინტერესებს...”

პოსტს მრავალი კომენტარი მოჰყვა, მაგრამ ყველაზე სკანდალური მათ შორის პაატა დევსულაშვილის მონათხრობი იყო:

,,მე 1992 წლის 3 იანვარს მოკლული ჩემი ძმა და მეგობარი გივი რეხვიაშვილი და მისი ძმა, ნუგზარი შევესწარით ტელევიზიის წინ, 91 წლის ნოემბერში, როგორ ამარიაჟებდა თავის აბრეზს დავით ყიფიანი, ავტომატგადაკიდებულ კიკაბიძესთან ერთად. გივიმ, რომლის ინტელექტის და განათლების დონე გაცილებით აღემატებოდა ჩვეულებრივი, 22წლის ბიჭის დონეს, ხმამაღლა დაიძახა იმათ შემხედვარემ: ღმერთო,შენ უშველე საქართველოსო. მამაშენსაც მოვუყევი ეს ამბავი 1992 წლის ივლისის პირველ დღეებში..." - დაწერა პაატა დევსულაშვილმა.