ბრიტანულმა ონლაინგამოცემა EveningStandard, გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილს კენიიდან ბაობაბის ხეები მოაქვს. მასალა მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს გამოქვეყნდა.
გამოცემის ცნობით, კენიის ერთ-ერთ პორტთან გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, ამ პორტიდან ბიძინა ივანიშვილმა ოთხი, 250-ტონიანი ბაობაბის ცოცხალი ხე უნდა გაიტანოს. ხეების გადატანით კი, ოთხთვიან სამუშაოში, პორტი, სავარაუდოდ, 850 000 აშშ დოლარს მიიღებს.
"ჩვენს მიერ აქამდეც იქნა საქართველოში ბაობაბის ხე ტრანსპორტირებული 2 მათგანი 1 წელზე მეტია დგას შეკვეთილის სასტუმრო „პარაგრაფში" და უამრავმა დამსვენებელმა დადო ამ ბაობაბთან გადაღებული სელფი სოციალურ ქსელში. ერთი ხის ტრანსპორტიერბისას ფოთის პორტში დაზიანდა დენდროლოგიური პარკისათვის განკუთვნილი ხეების შესახებ ზუსტი ინფორმაცია საზოგადოებისათვის ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც დამთავრდება პარკის მოწყობა", - ამბობს "ბათუმელებთან" კომპანია „ურეკი რეზიდენსის" დირექტორი პაატა სულაბერიძე.