"ეს ფოტო უნდა გააკრან ვაშაძის, ბაქრაძის, ჯაფარიძის საარჩევნო ურნების თავზე" – მოქანდაკე

მოქანდაკე ირაკლი ჟვანია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს სადაც 7 ნოემბერს იხსენებს და მასზე პასუხისმგებლობას ნაციპონალური მოძრაობის ყოფილ წევრებს, ამჟამინდელ საპრეზიდენტო კანდიდატებს აკისრებს.

"ეს ვაშაძის, ბაქრაძის, ჯაფარიძის პარტიამ მოაწყო საქართველოში, რუსთაველის გამზირზე - ჩვენი ქართველი კაცები ხელებშეკრული, დასისხლიანებულები. ესენი კიდევ კენჭს იყრიან და პლაკატებიდან დაგვცინიან.

ეს ფოტო უნდა გააკრა კაცმა საარჩევნო ურნების თავზე, გასახსენებლად… ამ კაცის პოზა და სახე არ ამომდის მეხსიერებიდან……ჩემს ბაბუას გავს იერით…" - წერს ირაკლი ჟვანია.