ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა

ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა

ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის ვარსკვლავური ოჯახი ხშირად ხვდება მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში. წყვილის ურთიერთობა ორი წლის წინ დაიწყო და მათ საერთო ქალიშვილი - ლეაც ჰყავთ, რომელთან ერთადაც საზოგადოებაში ხშირად ფიქსირდებიან.

თუმცა ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წყვილს პრობლემები აქვს. ცოლ-ქმარი  რამდენიმე დღის წინ Masa-ში ვახშმობის დროს, უსიამოვნო ვითარებაში დააფიქსირეს.

„ისინი ერთად ბედნიერად არ გამოიყურებიან და ეს რამდენიმე თვეა რაც გრძელდება, როგორც ჩანს ოჯახი დანგრევის პირასაა“ - წერია სტატიაში.

წყაროში ისიცაა ხაზგასმული, რომ ირინა ცოტა ხნის წინ, მეუღლის გარეშე, იბიცაშიც ჩავიდა, რათა დრო მეგობრების გარემოცვაში სასიამოვნოდ გაეტარებინა. აღნიშნულმა ფაქტმა კი, ჭორები მათ ურთიერთობაში გაჩენილი ბზარების შესახებ კიდევ უფრო გაამწვავა.