„ღმერთო, განა ასეთ თეატრზე ვოცნებობდი?!“ - რა ანეკდოტი გამოაქვეყნა რობერტ სტურუამ ფეისბუკის გვერდზე?

„ღმერთო, განა ასეთ თეატრზე ვოცნებობდი?!“ - რა ანეკდოტი გამოაქვეყნა რობერტ სტურუამ ფეისბუკის გვერდზე?

რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალური ქსელის პირად გვერდზე წერს:

„ა ნ ე კ დ ო ტ ი

კარაბას-ბარაბასი ბრუნდება სახლში და რას ხედავს:

პიერო შპრიცებით ხელში გათიშული აგდია დერეფანში; ცისფერთმიანი მთვრალი  მალვინა ვიღაც მაჩოს აზის ვნებისგან გაპობილი, არტამონს სახლის კატა დაუჭერია და გემრიელად ახრამუნებს, ხოლო ორი უცნობი ბურატინოს ბუხარში წვამს, ეტყობა მწვადისთვის ნახშირი დასჭირდათ!

გაოგნებული კარაბას-ბარაბასი თავის ოთახში შედის, მაგიდას მიუჯდება და დამწუხრებული ამბობს: - ღმერთო, განა ასეთ თეატრზე ვოცნებობდი?!“ - წერს რობერტ სტურუა.