უფლებადამცველი დავით ლილუაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ერთი რამ კარგად უნდა გაიგონ მოქმედმა და ყოფილმა „ნაცებმა“, რომ ისინი ვერსადაც ვერ გაუშვებენ ამ ხელისუფლებას, მითუმეტეს, დამხობაზე ხომ საუბარიც ზედმეტია!!! ხელისუფლებებს ირჩევს ხალხი, ისევე როგორც ხალხი უშვებს ხელისუფლებებს!!!
იმ ხალხზეა საუბარი, რომელიც თქვენ არც გიყვარდათ, არც გიყვართ და დარწმუნებული ვარ, არც არასდროს შეიყვარებთ!!!
ასე რომ, ვერც თქვენ და ვერც თქვენს პროპაგანდისტულ ტელევიზიას ვერაფერი გამოგივათ!!!
სად გვაქვს თქვენი ასარევი ქვეყანა, თქვე ნაძირლებო!!!“ - წერს ლილუაშვილი.