პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ოლიმპიელთა ასოციაციის თავჯდომარე ლუკა კურტანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს თანდართული ვიდეოთი, რომელშიც ყოფილი პატიმარი „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში ციხეში არსებულ ვითარებას იხსენებს.
„ეს ის დროა რომელიც არ უნდა დავავიწყოთ არავის! მხოლოდ იმიტომ რომ არასოდეს განმეორდეს! აიკრძალოს და გასამართლდეს ნაციონალური მოძრაობა! ყველა შტოთი და მისი უმთავრესი დამნაშავე სააკაშვილი მიხეილი!”- წერს კურტანიძე.