ჰაკერებმა პორნოს მოყვარულებს შანტაჟის გზით ათასობით დოლარი გამოსძალეს

ჰაკერებმა პორნოს მოყვარულებს შანტაჟის გზით ათასობით დოლარი გამოსძალეს

რამდენიმე ბრიტანელი შანტაჟისტი ჰაკერების მსხვერპლი გახდა. ჰაკერები მათ მათი მონაწილეობით ვიდეოჩანაწერების გავრცელებით დაემუქრნენ და ამ გზით რამდენიმე ათასი დოლარი გამოსძალეს.

გამომძალველთა ჯგუფმა მსხვერპლებს მუქარის წერილები 10 ოქტომბერს გაუგზავნეს, რომელშიც მათი კომპიუტერების გატეხვის შესახებ ატყობინებდნენ და არწმუნებდნენ, რომ მათ ჰქონდათ ვებკამერის ჩანაწერები, სადაც ასახული იყო, როგორ ათვალიერებდნენ პორნოგვერდებს. თანხის გადახდას ჰაკერები ბიტკოინებით მოითხოვდნენ.

ორ დღეში ოთხმა ადამიანმა მათ 2,3 ათასი დოლარი გადაურიცხა.

ჯერჯერობით ამ დანაშაულებრივი დაჯგუფების შესახებ არაფერია ცნობილი და ისინი მოქმედებას კვლავაც აგრძელებენ.