რატომ არ ატარებენ ქალები 13 ოქტომბერს ბიუსტჰალტერებს?

რატომ არ ატარებენ ქალები 13 ოქტომბერს ბიუსტჰალტერებს?

მსოფლიოში დღეს No Bra Day აღინიშნება, რომელიც ძუძუს კიბოზე ცნობიერების ამაღლებასა და სკრინინგის აუცილებლობაზე ხასგაზმას ისახავას მიზნად.

დღე ბიუსტჰალტერის გარეშე - ასე შეიძლება ვუწოდოთ აქციას, რომელიც სათავეს 2011 წლიდან იღებს. ამ დღეს, ქალები ბიუსტჰალტერებს სახლში ტოვებენ და მთელ დღეს მის გარეშე ატარებენ

No Bra Day-ს მიზანია, ქალებმა სერიოზულად შეხედონ ძუძუს კიბოს საფრთხეს, ყურადღება მიაქციონ სიმპტომებს და წაახალისონ ქალები , დღეს მაინც ჩაიტარონ შემოწმება.

სტატისტიკის თანახმად, ბრიტანეთში, ყოველწლიურად, 13 ოქტომბერს ჩატარებული სკრინინგის შემდეგ 5 000-მდე ქალს ძუძს კიბო უდგინდება.

ყურადღება მიაქციეთ სიმპტომებს, რომლის აღმოჩენის შემთხვევაში კი აუცილებლად მიმართეთ ექიმს.