შავ ზღვაში პანამის დროშის ქვეშ მცურავი, ჯართი დატვირთული გემი ჩაიძირა. კატასტროფა ყირიმის ნახერვარკუნძულთან, ნაპირიდან 50 საზღვაო მილის მანძილზე მოხდა.
ზღვის სიღრმე ამ ადგილას 1900 მეტრს აღწევს. ეკიპაჟის 8 წევრი, რომელთაგან 2 თურქეთის და 6 აზერბაიჯანელი უვნებლად გადარჩნენ.
ინფორმაციას რუსეთის შავი ზღვის ფლოტის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, გემის კაპიტანმა განგაშის შესახებ ინფორმაცია გადასცა, სადაც აღნიშნული იყო, რომ გემმა გადახრა დაიწყო. ეკიპაჟმა მოასწრო და ტივის მეშვეობით გემი მიატოვა. ბერძნულმა გემმა ისინი ნოვოროსიისკის პორტის მიმართულებით წაიყვანა.