დედოფალ ელისაბედის შვილიშვილი პრინცესა ეუხენია გუშინ გათხოვდა. სამეფო ქორწილში არაერთი ცნობილი ადამიანი შეიკრიბა. 28 წლის ეუხენია დიდი ხნის სიყვარულზე ჯეკ ბრუქსბენკზე დაქორწინდა.
პრინცესა ეუხენიას ქორწილში Peter Pilotto-ის კაბა ეცვა, რომელსაც მხოლოდ ზურგი ჰქონდა მოხსნილი, სადაც მას დიდი "შრამი" ეტყობოდა. მთელი მსოფლიო დღეს ამ შრამზე ლაპარაკობს.
როგორც პრინცესასთან დაახლოებულმა პირებმა განაცხადეს 28 წლის ეუხენიას სურდა ამით მიეცა მაგალითი ყველა ქალისთვის, მიეღოთ საკუთარი თავი ისეთი როგორებიც არიან.
რაც შეეხება თავად პრინცესას ნაიარევს, ის მას მძიმე სქოლიოზი ჰქონდა და 12 წლის ასაკში ოპერაცია გაუკეთეს, სწორედ მაშინ დარჩა ზურგზე ეს ნაიარევი.
12 წლის პრინცესას ოპერაცია მაშინ 8 საათი გაგრძელდა. ექიმი რომელმაც მას კორექცია გაუკეთა ქორწილშიც იყო მოწვეული.