„ტელეკომპანიის ჟურნალისტებს რომ სცემეს, მცემელები თუ დასაჭერები არიან (და ცხადია, დასაჭერები არიან!), ამავე ტელეკომპანიის დირექტორი რომ ცემა-ტყეპით ესაუბრებოდა ქალს და ხალხს აგინებდა – ეს „მოსულა?” ამაზე რატომ არ იღებთ ხმას? “, – ამის შესახებ ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა სოციალურ ქსელში წერს.
„იცით თქვენ, როგორ არ მეხატება გულზე „რუსთავი 2” და ამაზე ბევრს არ დავწერ ახლა. სხვა რამის თქმა მინდა: ამ ტელეკომპანიის ჟურნალისტებს რომ სცემეს ჩინელებმა, რა თქმა უნდა, ეს დასაგმობი ამბავია და უნდა ჩააყუდო ციხეში ის ნაგლები! – ეს ცხადია.
მე საკითხი ასე მინდა, დავსვა: – „რუსთავი 2”-ის დირექტორი ნიკა გვარამია რომ ხალხს აგინებს და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს – კონკრეტულად კი, პროკურატურის წინ გამართულ აქციას ვგულისხმობ, მთვარისა ნავერიანს რომ ხელი დაარტყა ამ არაკაცმა – ამაზე რატომ არ იღებთ ხმას?
ანუ ტელეკომპანიის ჟურნალისტებს რომ სცემეს, მცემელები თუ დასაჭერები არიან (და ცხადია, დასაჭერები არიან!), ამავე ტელეკომპანიის დირექტორი რომ ცემა-ტყეპით ესაუბრებოდა ქალს და ხალხს აგინებდა – ეს „მოსულა?”
ჩინელებთან რომ გაქვთ დიდი გული, გვარამიასთან რატომ ჩაისვარეთ? რა, რამე განსაკუთრებული ხელშეუხებლობით სარგებლობს?
ორმაგი სტანდარტების ქვეყანა ვართ ამიტომაც არ იქნება ჩვენი საშველი, სანამ გვარამიებს უბატონოდ ხმას ვერ სცემენ ვიღაცები” – წერს ნინო ლაბარტყავა.