ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში წერს:
„ღია წერილი მალხაზ ვახა მაჩილაკიშვილ ტემირლოვს! ბატონო მალხაზ მე გწერთ ქართველი ქალი, დედა, ქალი რომელიც ღირსეულმა კაცმა გამზარდა, მასწავლა სიკეთის კეთება, მეგობრისათვის თავგანწირვა, გაჭირვებულის გვერდით დგომა, გამზარდა ვაჟკაცად და ბარე ბევრმა დაიტრაბახოს ჩემსავით კაცურად ცხოვრება! მე მარტომ გავზარდე ღირსეული ქართველი შვილი, რომელსაც არასდროს შერცხვება რომ ნინო ჯღარკავას შვილია, საქართველოში არ არის კუთხე სადაც თითო ოჯახი მაინც არ იყოს ჩემი მადლიერი, მთელი ცხოვრება უსამართლობასთან ბრძოლას შევალიე, არასდროს მთავრობების იმედად არ ვყოფილვარ, არასდროს არცერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, მეგობრების გამო კი სიცოცხლეს გავწირავ, პანკისში ცხოვრობენ ყველაზე ვაჟკაცი კაცები, კაცები რომლებიც დედას, ცოლს, ქალს არასდროს მიაყენებენ შეურაცხყოფას, თქვენ დღეს მთელი პანკისი შეარცხვინეთ, მე, ქართველ ქალს მიწოდეთ ნაძირალა, იმიტომ რომ ჩემი მეგობრის შვილები და შვილიშვილები დავიცავი ,როცა მათ განადგურებით დაემუქრეთ, მე მყავს მეგობრების დიდი არმია, კაცების რომლებიც ჩემს გამო ნახევარ საქართველოს შეებმებიან. რადგამ მათთვისაც მე საუკეთესო მეგობარი ვარ, ძმაკაცის გამო ღამის 4 საათზე 9 მთას გადავივლი რკინის ქალა მნებით, ღირსეულად გამზარდეს მე და არასდროს არავის ცოდვა კისერზე დამიდია, ქათამიც კი არ დამიკლავს, შენი ძმადნაფიცები ჩემი მეგობრებია, გეკითხათ მაინც ვინმესთვის როცა კლავიატურის ლომად იქეცით და ქალს სოციალური ქსელით პოსტებს მიძღვნით, ეს რა ვაჟკცობაა? მე არ მეშინია კამერების, ჩამწერების გარეშე მოვალ, შეგხვდები ,ჩამხედე თვალებში და მითხარი რატომ ვარ ნაძირალა და კანიბალი, მე ჩამესვლება პანკისში, მე შევხვდები თქვენს უხუცესებს და მათ შეაფასონ პანკისელი კაცის ქმედება! დღეს მთელ პანკისს თავი მოჭერი, ამ არაკაცური ქმედებით, ბოდიშის მოხდაც კაცობაა და ამის შანსიც გაქვთ, დიახ მე ვარ ღირსეული დედა, ღირსეული ქართველი და მე მაქვს ჩემი სამართალი, ღმერთისა და ალაჰის წინაშე მართალი ვარ და მართალ კაცს არც ტყვიის ეშინია და არც ვინმეს ზურგს ამოეფარება! დამირეკე თუ გაქვს კაცობა და ქალს პირში მომაყენე ის შეურაცხყოფა რაც აქ სოციალურ ქსელში იკადრე! აფერუმ პანკისელო კაცო! მე არავის და არაფრის მეშინია! შენ კი ქართველი ქალის შეურაცხყოფისთვის პასუხი შენმა უხუცესებმა მოგთხოვონ!“ - წერს ჯღარკავა.