"ეკა გიგაურმა 7 ნოემბრის მიტინგის დასარბევად მერაბიშვილს სასაზღვრო პოლიცია დაახმარა"

"ქართული ოცნების" წევრის ვატო შაქარიშვილის განცხადებით, ეკა გიგაურმა სასაზღვრო პოლიციის შემადგენლობა დაახმარა ვანო მერაბიშვილს 7 ნოემბრის მიტინგის დარბევაში.

"2007 წლის 14 ნოემბერს, ეკა გიგაურმა ვადაზე ადრე მიიღო კაპიტნის წოდება იმისთვის, რომ საკუთარი სასაზღვრო პოლიციის შემადგენლობა დაახმარა ვანო მერაბიშვილს 7 ნოემბრის მიტინგის დარბევაში. მან მიიღო კაპიტნის წოდება და ახლა ისევ იმას აკეთებს, რასაც - მაშინ. გიგაური „აპრავებს" ნიკა გვარამიას", - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „7VS1".