მიხეილ სააკაშვილმა “რესპუბლიკელი” ლევან ბერძენიშვილი საკუთარ გუნდში მიიწვია

მიხეილ სააკაშვილმა “რესპუბლიკელი” ლევან ბერძენიშვილი საკუთარ გუნდში მიიწვია

მიხეილ სააკაშვილმა “რესპუბლიკელი” ლევან ბერძენიშვილი საკუთარ გუნდში მიიწვია. სააკაშვილი ლევან ბერძენიშვილს ფრანქფურტში შეხვდა.

ამის შესახებ ლევან ბერძენიშვილმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა:

„სერიიდან – ცვეტში მომხდარი ამბები: ვზივარ ჩემთვის ფრანქფურტში, მოვიდა სააკაშვილი, საჯაროდ მომიბოდიშა, საქართველოსთვის თავდადებული მებრძოლი მიწოდა და წავიდა. აღარ ვარ რუსეთის საელჩოსთან “შნურით” მიბმული”, – დაწერა ლევან ბერძენიშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მას სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა:

“მე გამიხარდებოდა, რომ განათლების საკითხებში გია ვაშაძემ ლევან ბერძენიშვილს სთხოვოს მრჩევლობა და ამ მიმართულების წაყვანა”, – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე.

შეგახსენებთ, 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე დაყრდნობით ამტკიცებდნენ, რომ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან თანამშრომლობდა.