“შენ მათ შორის ვერ იქნებოდი, ვისაც მე პატივს ვცემ, ნანა გეთაყვა, ძვირფასო”

“შენ მათ შორის ვერ იქნებოდი, ვისაც მე პატივს ვცემ, ნანა გეთაყვა, ძვირფასო”

პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში მსახიობ ნანა ლორთქიფანიძეს მიმართავს და წერს, რომ იგი იმ ადამიანებს შორის არ არის, ვისაც პატივს სცემს:

„ნანა ლორთქიფანიძემ (გიგას შვილმა) დამიწერა: “რას ჰქვია ლაგამამოდებული, რატომ თქვი, არ ვართო”, თან მრავლობითში – ანუ მე არ ვარო. არადა, მე თავად ნანაც თუ იყო იმ ინტელიგენციის შეხვედარაზე “მისულ-მიწვეული”, არ ვიცოდი და ვერ წარმომედგინა. რადგან მესმის, რომ ყველაფერი გაუფასურდა, მათ შორის სიტყვა-ინტელიგენტიც, მაგრამ, მაინც ასე მთლად ფსკერზეეე? – რა ვიცი აბა?! ისე მინდა ვუთხრა მას, რომ იქ კარგი ხალხიც იყო მისული(ზოგიერთი), ვისზეც ვღელავ და გული დამწყდა, რადგან (ზოგიერთს, მცირე გამონაკლისს ) პატივს ვცემ. შენ მათ შორის ვერ იქნებოდი და არ მიგულისხმიხარ გეთაყვა, მერწმუნე, მე იმ ზოგიერთს პატივს ვცემ და შენ, მათ შორის ვერ იქნებოდი ვერაფრით, საიდან ეს მოლოდინი ძვირფასო, რის საფუძველზე?!“ – წერს თაკო ჩარკვიანი.