„ეს ადამიანები არიან მოხუცები, რომლებსაც ოპერაციები დაუფინანსა ივანიშვილმა“ - ჩარკვიანი ზურაბიშვილის მხარდამჭერ ინტელიგენციაზე

„ეს ადამიანები არიან მოხუცები, რომლებსაც ოპერაციები დაუფინანსა ივანიშვილმა“ - ჩარკვიანი ზურაბიშვილის მხარდამჭერ ინტელიგენციაზე

„იმიტომ, რომ არ დავჯექი რუსთაველის თეატრში? - ეს ადამიანები არიან მოხუცები, რომლებსაც ოპერაციები გაუკეთა კაცმა. ამიტომ უნდა მოვთხოვოთ ჩვენ იმ ხალხს, რომ დათმონ საქართველოს სახელმწიფოებრიობა? იმ ხალხმა რაა დააშავა. გმირები რომ არიან, იმათ ოჯახებს რატომ არ აქვთ სამიათასი?" - ტელეკომპანია „იბერიას" გადაცემა „თავისუფალ სივრცეში" პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი და ჟურნალისტი ნელი კობიაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

გადაცემაში მწვავე განხილვის საგანი გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანიდატი გირგოლ ვაშაძე იყო, რომლის პრეზიდენტობად მოსვლის საკითხს ჟურნალისტი ნელი კობიაშვილი არ იზიარებს.

„გრიგოლ ვაშაძე ოფიციალურად არის დიდი თეატრის „კაგებე." დიდი თეატრი რომ დადიოდა საზღვარგარეთ, დაყვებოდა და ასე გახდა ის ანანიაშვილის ქმარი. მამამისი იყო ცნობილი რაიოკომის მდივანი, ძალიან შეძლებული ოჯახი... შენ გჯერა, რომ ვაშაძე გაიმარჯვებს, ხუთ ნომერი, „ნაციონალურ მოძრაობა.." - დაძინა კობიაშვილმა.

„როდესაც ისვრით, რომ ვიღაც „კაგებეა," იცით რას ნიშნავს „კაგებეშნიკობა?" ცხოვრების წესი, - როგორ იცხოვრე შენ. ამ კაცმა 2008-ში დაამტკიცა, როდესაც ნეიტრალურ წყლებში შემოდიოდა კატარღა, როდესაც 4 პრეზიდენტი ჩამოყავდა აქ, როდესაც ნამდვილი უბედურება ხდებოდა საქართველოში და კიდევ უფრო დიდი უბედურება - სირია.

„მაპატიე, მაგრამ, იცი, რას გეტყვი, ზურა წერეთელზე, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და შენ ფილმებს აკეთებდი, შენ შეგიძლია ბატონ ზურას აკადრო და თქვა „კაგებეშნიკიაო?" რუსეთის მოქალაქე იყო ყველა. როგორ გეკადრება შენ ეგ ამბავი?" - საპასუხოდ განუცხადა ჩარკიანმა.

„საშინელი სიტუაციაა ტელევიზიებში. ისტერიული სიტუაციაა... თაკო, შენ გააკვირვე მთელი საქართველო შენი ისტერიკებით," - დასძინა ჟურნალისტმა კობიაშვილმა.

ჩარკვიანმა აღნიშნა, რომ გირგოლ ვაშაძე პრეზიდენტი გახდება, რომლის გვერდითაც „კარგი გაერთიანება" იქნება.

„საქართველოს გვერდით ვდგავართ. 30 წელიწადია ხმა ისმის ერთი და იგივე ადამიანების, რომლებმაც ქართული სახელმწიფოებრიობა ვერ შექმნეს. აცალეთ თუ შეიძლება ხალხს, მათ უნდა ვადროვოთ. ნოემბერში ბატონი ვაშაძე პრეზიდენტი და პლიუს ძალიან კარგი გაერთიანება მოვა, არავითარი „ნაციონალური მოძრაობა" არ მოდის," - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.