დღეს უინძორთა სასახლეში პრინცესა ევგენიას ქორწილის ცერემონია გაიმართა და ყურადღების ცენტრში, რა თქმა უნდა, მისი საქორწილო კაბა მოექცა, რომელსაც როგორც აღმოჩნდა ქეით მიდლტონისა და მეგან მარკლის საქორწილო კაბებიდან აღებული ელემენტები ამშვენებენ.
ევგენიამ ბრიტანელი დიზაინერის პიტერ პილოტოს და კრისტოფერ დე ვოსის მიერ შექმნილი კაბა მოირგო.
კაბას ქეით მიდლტონის კაბის მსგავსად წელში გამოყვანილი გახლდათ.
მკლავების დიზაინით კი სამოსმა საზოგადოებას მეგან მარკლის საქორწილო კაბა გაახსენა.
აღსანიშნავია, რომ ევგენია ჯეკ ბრუკსბენკზე დაქორწინდა.
მომავალი მეუღლე ევგენიამ 2015 წელს შვეიცარიაში გაიცნო. ჯეკი ალკოჰოლური სასმელების ბრენდის ამბასადორი გახლავთ.