ნინო სურგულაძე იუბილარია

ნინო სურგულაძე იუბილარია

ოპერის “ოსკარის” მფლობელი, საუკეთესო მეცო-სოპრანოდ აღიარებული ნინო სურგულაძე ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებულია, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ ქართველად ითვლება მსოფლიო ასპარეზზე. დღეს, 12ოქტომბერს, ცნობილი შემსრულებელი იუბილარია და მას 41 წელი შეუსრულდა.

მისი პრემიერა ქართულ ეკრანებზე 1988 წლის ფილმში „მეტიჩარა“ შედგა, რომელშიც მან პატარა ნინიკოს როლი განასახიერა.

აღსანიშნავია, რომ ნინომ 2001 წელს სამთვიანი სტაჟირება გაიარა მილანის "ლა–სკალასთან" არსებულ ჯ. ვერდის სახელობის ვოკალის აკადემიაში.

უკვე 2002 წლის გაზაფხულზე კი, მონაწილეობა მიიღო "ლა–სკალას" სპექტაკლებში რ. შტრაუსის "სალომე" და მუსორგსკის "ბორის გოდუნოვი".

ნინო სურგულაძის რეპერტუარი საკმაოდ მრავალფეროვანია და მას ისეთი ცნობილი პარტიებიდან აქვს შესრულებული წამყვანი პარტიები, როგორიც ჯ. პერი, ბიზე, ვერდი, შტრაუსი, მუსორგსკი, შოსტაკოვიჩი, ოფენბახი, მოცარტი, პროკოფიევი, ბეთჰოვენი და ჩაიკოვსკია.

დღეს  მეცო-სოპრანო მსოფლიოს საოპერო ვარსკვლავებთან ერთად ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა საქველმოქმედო კონცერტში და ინტერესი მისი პერსონისადმი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო იზრდება.

მეცო-სოპრანომ, ცოტა ხნის წინ, ბავშვობის აქამდე უცნობი ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებსაც სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მოგვიანებით, ნინომ საკუთარი ტრანსფორმაციის ამსახველი კადრებიც გააზიარა, „1998-2018 წლები გარბის“ - დაურთო მათ მეცო-სოპრანომ.