ჯულია რობერტს ასაკის მატება არ აშინებს

ჯულია რობერტს ასაკის მატება არ აშინებს

ჯულია რობერტსი ცნობილი ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერია, რომელმაც 50 წლის ასაკში გადაწყვიტა ექსტრემალურ ფოტოსესიაში მიეღო მონაწილეობა. ამჯერად მსახიობი Harpers Bazaar-ის გამოცემას ამშვენებს და ინტერვიუში გულახდილად საუბრობს შიშებსა და ასაკის მატემასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

როგორც აღმოჩნდა ჯულიას სიმაღლს შიში აქვს და ექსტრემალურ ფოტოსესიაზე სწორედ ამიტომ არ თქვა უარი, რადგან მისი ცხოვრებისეული დევიზი სწორედ დაბრკოლებების გადალახვაზე მუშაობაა და არა მათთვის თავის არიდება.

ჯულიამ ასაკის მატემაზეც ისაუბრა, რაც  ქალბატონებს ხშირად აშინებთ.

მან აღნიშნა, რომ დროთა განმავლობაში ადამიანი უკეთესად აცნობიერებს, თუ რა როლი უჭირავთ ახლობელ ადამიანებს მის ცხოვრებაში.

„ასაკის მატემასთან ერთად გიჩნდება სურვილი კიდევ უფრო დაემსგავსო იმ ადამიანს, რომლის ნახვაც შენთვის ძვირფას ადამიანებს სურთ შენში“.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 7 დეკემბერს მსოფლიო კინოეკრანზე რეჟისორ პიტერ ჰეჯესის მიერ გადაღებული დრამა - Ben is Back გამოდის, რომელშიც მთავარ როლს სწორედ ჯულია ასრულებს. ინტერნეტსივრცეში უკვე გავრცელდა ფილმის ტრეილერიც, რომელმაც ახალი კინოსურათისადმი მოლოდინი კიდევ უფრო გაამწვავა.