პედოფილიაში ბრალდებულმა მსახიობმა თავი მოიკლა

პედოფილიაში ბრალდებულმა მსახიობმა თავი მოიკლა

პედოფილიაში ბრალდებულმა რუსმა მსახიობმა მიხაილ ფატეევმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობმა თავი ციხის საპირფარეშოში ჩამოიხრჩო.

ფატეევი პოლიციამ 3 ოქტომბერს დააკავა. მას ბრალი 14 წლის მოზარდთან კავშირში დასდეს. 

როგორც გაირკვა, 44 წლის მსახიობმა ბიჭი მეტროში გაიცნო და დასაქმებას დაჰპირდა. ამის შემდეგ მან მოზარდთან მიმოწერა დაიწყო, მას უხამს ფოტოებს უგზავნიდა და სახლში ეპატიჟებოდა, რის შესახებაც ბავშვმა მშობლებს აცნობა.