რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი იმიჯშეცვლილ მაია ასათიანზე

რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი იმიჯშეცვლილ მაია ასათიანზე

მაია ასათიანის გუშინდელი გადაცემა განსაკუთრებულად ემოციური იყო, ტელეწამყვანმა გადაცემაში სტუმრად შვილმკვდარი დედები მიიწვია. გადაცემის მთავარი სტუმარი იყო დოდო გუგეშაშვილი, რომელსაც წამყვანი სტუდიის გარეთ შეხვდა.

მაიას დოდო გუგეშაშვილთან შეხვედრისას დახეული ჯინსები და თეთრი პერანგი ეცვა. ტელეწამყვანს გადაცემაში იმიჯი აშკარად შეცვლილი ჰქონდა, კერძოდ თმის ფერი აქვს შეცვლილი.

მაიას გუშინდელ იმიჯს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

"ყოველთვის მომწონდი, ამ სტილში კი - განსაკუთრებით", "მაია თმის ფერის ცვლილება გიხდება", "ვერ გიცანი უცებ, რა ლამაზი ხარ", "გიხდება თინეიჯერული სტილი" - წერენ კომენტარებში.

მაია ასათიანის ახალ იმიჯს ნანუკა ჟორჟოლიანიც გამოეხმაურა: "სასწაულად გამოიყურები მაია ასათიანი", - დაუწერა მან ტელეწამყვანს.

შეგახსენებთ, მაია ასათიანმა თინეიჯერული იმიჯი წლების წინ, ერთ-ერთი ახალი სეზონის დაწყებისასაც მოირგო, რასაც დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა.

მაშინ ნანუკა ჟორჟოლიანი და მაია ასათიანი სხვადასხვა არხზე მუშაობდნენ და ნანუკა დახეულ ჯინსებში გადაღებული მაია ასათიანის ფოტოს ასე გამოეხმაურა: "ან ეს ღადავია, ან შემომაპარეთ, ლაბრადორიც თუ არის და როსტოც გადაცემაში", - დაპოსტა ნანუკა ჟორჟოლიანმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

როსტო მაშინვე შეეცადა ნანუკას დამშვიდებას და კომენტარებში დაწერა, რომ იგი არსად წასვლას არ აპირებს, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, მაგრამ ნანუკას დამშვიდება მაინც ვერ შეძლო - "ვის უნდა მოეყოლა, რომ დამეჯერებინა. მე შემიძლია მისამართები მივცე, სად იყიდება კარგი დახეული ჯინსები", - წერს ჟორჟოლიანი.

თუმცა, ეს იყო 2012 წელს, ახლა კი მათ განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობა აქვთ.