მსახიობი დავით ხურცილავა, რომელსაც მაყურებელი “ჯაპანას” სახელით იცნობს, პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერია და ნიკა გვარამიას მიმართავს:
“არ ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი მოღალატეა. რატომ ვუჭერ მას მხარს? ვერ ვხედავ უკეთეს კანდიდატს. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, მე მათ ვერასდროს დავუჭერ მხარს.
ელემენტარულ რამეებზე მიდის ლაპარაკი, რომ სალომე ზურაბიშვილმა ქართული არ იცის. ზუსტად ვიცი ეს ამბავი, 6 წლის ყოფილა ქართულად რომ დაუწყია ლაპარაკი და სკოლაში შესვლამდე ფრანგულიც კი არ იცოდა, ეს ინფორმაცია მაქვს კომპეტენტური წყაროებიდან. ჩვენ ყველა, ისეთი ქართულით ვსაუბრობთ, აკაკი შანიძე ალბათ საფლავში ტრიალებს”- განაცხადა ჯაპანამ "რეაციაში" და იქვე ისაუბრა ნიკა გვარამიაზეც, რომელმაც ზურაბიშვილის მხარდამჭერების შევიწროვებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ეს არის ფაშისტური განცხადება.
“ოპერატორს მინდა ვთხოვო, რომ ახლო ხედით მოვიდეს ჩემთან, რომ ნიკა გვარამიამ კარგად დამიმახსოვროს, აგერ ვარ...” – განაცხადა დავით ხურცილავამ.