საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერმა თაკო ჩარკვიანმა “იბერიის” ეთერში განაცხადა, რომ რუსეთი თითო პროვოკატორს ყოველთვის იპოვის:
"გინდა მიშა დააყენე სათავეში, გინდა გრიშა. როდესაც ამას ვამბობ, ობიექტურად ვამბობ. სააკაშვილის გამოც და შევარდნაძის გამოც, თორემ იმის გამო კი არა, რომ ვიღაცა უნდა გავაპრავო. რუსეთი ისეთი მონსტრია, რომ საქართველოს წინააღმდეგ სულ იპოვის პროვოკაციას. როცა მიშაზე ამბობთ, რომ წამოეგო პროვოკაციას, მაშინ როცა უკვე გამოვლილი ჰქონდათ გვირაბი… განა ომი იმ დღეს დაიწყო ხალხო? აფხაზეთის ტრაგედია არ მოხდა და ჩვენი თავებით არ ითამაშეს?! ის აფხაზებმა გაგვიკეთა?! ის რუსმა არ გაგვიკეთა?!" – განაცხადა ჩარკვიანმა.