მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა კიევის პატრიარქის მიმართ ანათემა გაუქმებულად ცნო

მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა კიევის პატრიარქის მიმართ ანათემა გაუქმებულად ცნო

არსებული ინფორმაციით, მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა კიევის პატრიარქ ფილარეტის მიმართ ანათემა გაუქმებულად, ხოლო 1686 წელს მოსკოვის მიერ კიევის მიტროპოლიის ანექსია უკანონოდ გამოაცხადა.

‎სინოდის გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს პრესმდივანი ევსტრატი ზორია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"კარგი სიახლეები სინოდიდან. რამდენიმე წყაროდან მივიღეთ ინფორმაცია მსოფლიო საპატრიარქოს ორი მოსალოდნელი გადაწყვეტილების შესახებ. პირველი - პატრიარქ ფილარეტის აპელაციის დაკმაყოფილების შესახებ, მეორე - 1686 წელს კიევის მიტროპოლიის ანექსიის უკანონოდ აღიარების შესახებ. ველოდებით წმინდა სინოდის ოფიციალურ განცხადებას" - დაწერა ზორიამ.