გიორგი გიგაური: ახსოვს ვინმეს ნოდარ მგალობლიშვილი?! არა, რადგან - ღირსებას და კაცის სახელს არ ჰყიდის!

გიორგი გიგაური: ახსოვს ვინმეს ნოდარ მგალობლიშვილი?! არა, რადგან - ღირსებას და კაცის სახელს არ ჰყიდის!

ჟურნალისტი გიორგი გიგაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„ახსოვს ვინმეს ნოდარ მგალობლიშვილი?!

არა!

რატომ?!

ვინმეზე ნაკლები მსახიობია, თბილისელია, მოქალაქეა თუ ქართველი პატრიოტი...

უბრალოდ, ღირსებას და კაცის სახელს არ ჰყიდის!

ეს ის ნოდარ მგალობლიშვილია, ვინც შევარდნაძეს ღირსების ორდენი მიუგდო უკან, შენგან ღირსებაწართმეულ ქვეყანაში ღირსების ორდენს ვერ ვატარებო!

,,ცნობადო'' ქართველებო, ნუ დახურდავდებით პოლიტიკოსების ფეხების ლოკვამდე - ძალიან უღირსი პოზაა სალაფავისთვის წაკუზული ადამიანისთვის!“ - წერს გიგაური.