ალა პუგაჩოვას ოჯახი ინგრევა: მაქსიმ გალკინს ჟურნალისტი შეუყვარდა

ალა პუგაჩოვას ოჯახი ინგრევა: მაქსიმ გალკინს ჟურნალისტი შეუყვარდა

რუსული პრესა ალა პუგაჩოვას და მაქსიმ გალკინის დაშორებაზე ალაპარაკდა.

სოციალურ ქსელებში წერენ, რომ პრიმადონას ახალგაზრდა ქმარი ჟურნალისტზე იულია ბარანოვსკიზეა შეყვარებული.

სააგენტო "7 დღე"-ს ინფორმაციით, მაქსიმი, ხშირად არ მიდის ოჯახში და ყველანაირ გზას ეძებს, იულიასთან შესახვედრად.

ინსაიდერების ინფორმაციით, მათი სასიყვარულო რომანი, კიდევ უფრო მძაფრდება - რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი დაჯილდოების ცერემონია, წყვილმა, ერთად დატოვა.

ჭორები იმ ფაქტმაც გაამტკიცა, როცა დიმიტრი ნაგიევზე ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც გალკინს ჟურნალისტი ხელში ჰყავს აყვანილი.

ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ იულია შეყვარებულია, მისი რჩეული კი, ბიზნესმენია.

რაც შეეხება თავად მაქსიმ გალკინს, ის ალასთან დაშორებაზე კომენტარს არ აკეთებს.

რა ხდება სინამდვილეში ამას მომავალში ვნახავთ, მანამდე კი შეგახსენებთ, რომ ალა პუგაჩოვას და მაქსიმ გალკინს ტყუპები ჰყავთ და მათი ოჯახი იდეალურად ითვლება. აშკარაა რომ პრიმადონა ყველაფერს ცდილობს საყვარელი მამაკაცის შესანარჩუნებლად და 69 წლის მომღერალი ბოლო დროს ჯინსებს და ბოტასებსაც იცმევს.