„ვის გიკვირთ, რომ ვიგინდარა და ქურდი ჩხარტიშვილი ელაპარაკება ნარიშკინს, რომ მოეხმაროს სააკაშვილის ჩამოგდებაში

„ვის გიკვირთ, რომ ვიგინდარა და ქურდი ჩხარტიშვილი ელაპარაკება ნარიშკინს, რომ მოეხმაროს სააკაშვილის ჩამოგდებაში" - გრიგოლ ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გუშინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერზე ისაუბრა, სადაც ვანო ჩხარტიშვილი ფიგურირებს, საიდანაც ირკვევა, თუ როგორ გეგმავდა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამხობას. გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა:

„როდესაც ძალიან ბევრს ჰქონდა ეჭვი და ამბობდა, რომ რუსეთის სპეცსამსახურების გარეშე 2012 წლის არჩევნებს არ ჩაუვლია, ამაზე შეთქმულების თეორიებს გვაბრალებდნენ და გვეუბნებოდნენ, როგორც ყოველთვის ვყვირით - მგელი იქ, სადაც არავითარი მგელი არ არის. კრემლის კრიმინალურმა დაჯგუფებამ შეერთებული შტატების არჩევნებში გაბედა ჩარევა, წაროიდგინეთ მასშტაბი, რომლითაც ის საქართველოში ერეოდა. იმ ბიზნესმენების ბუნებისგან, რომლებიც ხელისუფლებაში მოვიდნენ 2012 წელს, გაყიდიან 10 პროცენტი მოგებისთვის, რასაც გინდათ და 50 პროცენტი მოგებისთვის თავის ხელით ამოხოცავენ თავისივე ოჯახს,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.