ცოლ-ქმარმა 20 ქალი მოკლა და შეჭამა

ცოლ-ქმარმა 20 ქალი მოკლა და შეჭამა

მექსიკის პოლიციამ დააკავა ცოლ-ქმარი, რომლებსაც 20 ქალის მკვლელობასა და კანიბალიზმში ედებათ ბრალი. გამოძიების ვერსიით, კაცი ქალებს 2012 წლიდან კლავდა და თანაც ერთსა და იმავე რაიონში.

დაკავებული ჰყვება, რომ მასზე ბავშვობაში იძალადეს, მერე კი შეყვარებულმა მოატყუა. ის იქვე აცხადებს, რომ გათავისუფლების შემთხვევაში ქალების ხოცვას ისევ გააგრძელებს.

რაც შეეხება მის ცოლს, ისიც დაკავებულია, მათ სახლში კი მსხვერპლთა გაყინული ნარჩენები აღმოაჩინეს, მათ შორის, გულები. სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ ცოლ-ქმარი მოკლულების ხორცს ჭამდა, უფრო მეტიც, ყიდდა კიდეც.

ცოლი სახლში მარტოხელა დედებს იმ პირობით იტყუებდა, რომ ბავშვის ტანსაცმელს იაფად ყიდდა. ირკვევა, რომ ერთ-ერთი მსხვერპლის ორი თვის შვილი წყვილმა გაყიდა. პოლიციამ ბავშვის ადგილსამყოფელი უკვე დაადგინა.