კინორეჟისორ ქეთი დოლიძის შეფასებით, ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანიის ნაცვლად ერთი ადამიანის წინააღმდეგ მიმართული გეგმაზომიერი კამპანია მიმდინარეობს, რასაც ნაციონალური მოძრაობა მართავს.
“რაც უფრო ნეგატივს გააკეთებენ, მით უკეთესი სალომესთვის. გვარამია, ეს გაპუტული მამალი, რაც უფრო უარესებს იტყვის, უკეთესი, სალომე ამ დროს არის დიდ სიმაღლეზე. იგი არ პასუხობს, იმიტომ რომ კარგ ოჯახშია გაზრდილი, კარგი ბიოგრაფია აქვს. მისმა ოჯახმა 100 წლის მანძილზე შემოინახა ქართული ენა, აი, ამიტომ“ – განაცხადა ქეთი დოლიძემ.