საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო.
მასთან ერთად იმყოფებოდა ნიკა რურუაც, რომელიც წლევანდელ ბაზრობაზე ოფიციალურად გერმანულმა მხარემ მიიწვია. სააკაშვილმა საქართველოს პრემიერის იმის გამო გააკრიტიკა, რომ მან თავის გამოსვლაში ოკუპაციაზე არ ისაუბრა.
„ასეთი რაღაცა ყოველთვის უნდა გამოიყენო შენი ქვეყნის მდგომარეობის გასატანად. გუშინ გამოვიდა ე.წ. პრემიერ-მინისტრი და ერთი სიტყვა არ უთქვამს ოკუპაციაზე. მერე ვიღაცას უკვირს მერკელი რატომ არ ამბობსო. მერკელი რა შუაშია, შენ თვითონ თუ არ ამბობ ძალით ხომ არ გეტყვის. ერთადერთი მწერალი ქართველი გოგო, ხარატიშვილი, რომელიც ძალიან მაგარი გერმანელი მწერალია ის ლაპარაკობდა ოკუპაციაზე, მაგრამ ის გერმანელია უკვე, რა თქმა უნდა ქართველია, მაგრამ გერმანული კულტურის წარმომადგენელია. ჩვენი მთავრობა არ არსებობდა. ილაპარაკოს ხარატიშვილმა ილაპარაკოს სააკაშვილმა, ჩვენ არ ვილაპარაკებთ, არ გავაღიზიანოთ. აქაც გამოჩნდა არამხოლოდ ბრწყინვალება საქართველოსი, არამედ უბედურება საქართველოსი, თუნდაც ამ გახსნის დროს,“ - ამბობს სააკაშვილი.