"ბავშვებს და მთელ ოჯახს გავუნადგურებ" – მაჩალიკაშვილი უკვე მკვლელობების მუქრაზე გადავიდა

ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი მკვლელობების სერიით იმუქრება. საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მალხაზ მაჩალიკაშვილი იგივე (ვაკჰ ტერლოევი) სისტემატიურად აქვეყნებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილი ფოტოს და მას, მისი შვილის, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლ ტერორისტებთან აქტიურ ურთიერთობაში მყოფ, ასევე ტერორიზმში ეჭვმიტანილი თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაციას აბრალებს.

მაჩალიკაშვილი სუსი-ს უფროსის ყოფილ პირველ მოადგილეს იოსებ გოგაშვილს ოჯახის წევრების, მათ შორის მცირეწლოვანი შვილიშვილების მოკვლით ემუქრება. "მარშალპრესის" ცნობით, იოსებ გოგაშვილის ოჯახის ამოწყვეტის სურვილისა და გეგმის შესახებ მაჩალიკაშვილების ოჯახი ღიად წერენ სოციალურ ქსელში და მხარდამჭერებს პირდებიან, რომ ამის დრო მალე დადგება და გოგაშვილს და მის ოჯახს ამოწყვეტენ.