პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა ბათუმში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ქვეყანას სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც მოსახლეობაზე იზრუნებს და ქვეყნის აღმშენებლობას დაიწყებს. "მიუხედავად არათანაბარი პირობებისა, მოსახლეობაში სრულიად აშკარაა განწყობა, რომ მოსწყინდათ ის, რაც ხდება დღეს და არ უნდა დაბრუნდეს უკან. „ქართული ოცნება“ გასაშვებია, „ნაციონალური მოძრაობა“ კი არაა მოსაშვები. ამას გვეუბნება ხალხი მარტივად და მკაფიოდ რომ გითხრათ. ამასობაში კი პრეზიდენტი გვჭირდება, რომელიც ქვეყანას დააწყნარებს, დაამშვიდებს და აღმშენებლობის რეჟიმზე გადაიყვანს", - განაცხადა უსუფაშვილმა.