მოსალოდნელია თუ არა რევოლუცია და დაჭერები? – ცაგარელის პროგნოზი

მოსალოდნელია თუ არა რევოლუცია და დაჭერები? – ცაგარელის პროგნოზი

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, ნოემბრის თვიდან მოსალოდნელია სამთავრობო ცვლილებები. აგრეთვე იქნება ცალკეული ადამიანების დაპატიმრებებიც მეტ-ნაკლებად გახმაურებულ საქმეებზე.  ტელეწამყვანის კითხვაზე, ელოდება თუ არა რევოლუციას ან ხალხმრავალ გამოსვლებს, ცაგარელი ამბობს, რომ ასეთ ცვლილებებს არ ელოდება, თუმცა იქნება მცირერიცხოვანი მიტინგები პარლამენტის წინ.

“დაჭერები ნაკლებად იქნება, არა ისეთი როგორსაც ჩვენ ველოდებით, თუმცა ნოემბრისკენ იქნება ერთი-ორი ასეთი დაჭერები შედარებით გახმაურებულ საქმეებზე. რევოლუცია არ იქნება, არც ხალხი გამოვა ქუჩაში, პატარა მიტინგები იქნება, როგორც გვაქვს ხოლმე პარლამენტის წინ, მაგრამ ის, რომ რევოლუცია დავარქვათ, ეს არა”– განაცხადა მიხეილ ცაგარელმა "იბერიას" ეთერში.